გიორგი ვაშაძე - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება უკიდურესად შემაშფოთებელია

უკიდურესად შემაშფოთებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაციის ესკალაცია ან ფართომასშტაბიანი ქმედებები არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია რუსეთის როლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კონფლიქტური სიტუაციების სათავისოდ მოგვარების მხრივ.

„იგი წლებია სომხეთის მოკავშირედ გვევლინება, თუმცა შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს - ეს არის ის ორმაგი თამაში, რომელიც უკვე გამოიარა საქართველომ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მაქსიმალური ჩართულობისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მორიგი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც სავალალო შედეგების მომტანი იქნება არა მარტო ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ განვითარების საშუალებას დაუკარგავს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა