ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ გაიხსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ 17 ივლისს, თბილისში, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში გაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, „მიჰაუსი“ ოფიციალურად გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, კომპანია „მიჰაუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სინგრიტა ურუშაძემ და „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მი წაი ციმ.

ამასთან, ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ გახსნას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები, როგორც ბიზნესის, ასევე სახლმწიფო სექტორიდან.

„12 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი. „მიჰაუსში“ მომხმარებლებს იტალიური, ესპანური, თურქული, გერმანული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში წარმოებული პროდუქტის შეძენა შეეძლებათ.

ჰიპერმარკეტის გახსნა საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა”,-აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განხორციელებისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული.

კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 150-მდე ადამიანი დასაქმდა. თითოეული მათგანი ჰიპერმარკეტის ახალი კონცეფციის შესაბამისად გადამზადდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო