ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით ჩატარდება სამხედრო სწავლება, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტისა და საჰაერო-სადესანტო ძალების 150 000 სამხედრო მოსამსახურე, 26 000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, სწავლების ფარგლებში უნდა შეფასდეს ჯარის შესაძლებლობა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, სადაც „სერიოზული ტერორისტული საფრთხეები არსებობს“ და ასევე დაიწყოს მზადება „კავკასია-2020“-სთვის, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო