ლევან კობერიძე - უხერხულია, როცა პრეზიდენტის ყველა განცხადებას განმარტებების სქოლიო მოსდევს თან

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ უხერხულია, როცა პრეზიდენტის ყველა განცხადებას "განმარტებების სქოლიო" მოსდევს თან.

კობერიძე მედიის მისამართით პრეზიდენტის ბრალდებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მედიას კონკრეტული პირის სათქმელი საზოგადოებამდე ძირითადად, სწორად მიაქვს.

"მე რაც მოვისმინე და წავიკითხე, საკმაოდ გაურკვეველი პოზიცია იყო და ნეგატიურად შევაფასე. თუ მას სხვა რამის თქმა უნდოდა, იქნებ მაშინ განგვიმარტოს და საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უხერხულია, როცა პრეზიდენტს ყველა მისი გამონათქვამის შემდეგ თანმდევი სქოლიო მოსდევს განმარტებების. თუმცა, კი ბატონო, თუ სხვა რამ თქვა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, იქნებ გაგვიმარტოს რისი თქმა უნდოდა და ჩვენც შესაბამისად შევაფასებთ. თუ სწორად ამბობ რისი თქმაც გინდა, მედიას ძირითადში მიაქვს ის სათქმელი, როგორც ითქმევა ხოლმე," - განაცხადა კობერიძემ.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ტელევიზია მას აბულინგებს. "თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა,"- მიმართა მან ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ არ უთქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია.

მანამდე პრეზიდენტმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა - " მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა