„საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება

„საქართველოს ბანკის“ ჩართულობით საქართველოში საერთაშორისო ბიუჯეტური ბრენდი Ibis Budget შემოდის, რომელიც საქართველოში პირველი 2 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანაში, 63, 783 ნომრით, 636 სასტუმროს აერთიანებს.

მათი ინფორმაციით, სასტუმრო Ibis Budget Concert Hall ახვლედიანის ქუჩაზე აშენდება. 5 სართულიანი შენობა 4 700 მ2 -ზე განთავსდება.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სასტუმრო 158 ნომრიანი იქნება და მას საკუთარი კეთილმოწყობილი ეზო, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი ადგილი ექნება. Ibis Budget Concert Hall-ის გახსნის შემდეგ, სასტუმროში მინიმუმ 50 ადამიანი იქნება დასაქმებული.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ბიუჯეტი - 7.7 მილიონი აშშ დოლარია, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებულია.

„საქართველოს ბანკი“ ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად 2021 წელს საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი შემოდის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა