ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ "ჯანდაცვის შესახებ" კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება, გარკვეული ინტერესების გამო დაიბლოკა

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ "ჯანდაცვის შესახებ" კანონპროექტის არსებული რედაქციით მიღება, გარკვეული ინტერესების გამო დაიბლოკა.

კობერიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, კანონპროექტს კომიტეტში მეორე მოსმენაზე დააბრუნებენ და მნიშვნელოვანწილად შეცვლიან კომპრომისს, რომლის მიღწევაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოხერხდა.

"მესამე მოსმენიდან მოხსნეს „ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზეც შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. საკმაოდ კონსტრუქციულად ვიმსჯელეთ, მიღწეული იყო კომპრომისები, რაც აისახა კიდეც კანონპროექტში, გაიარა სრულად სამივე მოსმენა კომიტეტში და დარჩენილი იყო მხოლოდ მესამე მოსმენა სესიაზე. თვითონვე ითხოვდნენ დაჩქარებული წესით და ძლივს დავეწიეთ მოვლენებს და ამ დროს პრაქტიკულად უკვე შეთანხმებული კანონპროექტის განხილვის გადადება ინიციატორმა მოითხოვა. მსგავსი რამ პრაქტიკულად, არ ხდება ხოლმე პარლამენტში და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ ვიღაცას არ მოეწონა შეთანხმება და კომპრომისი, რაც იყო მიღწეული კომიტეტზე მუშაობის დროს და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის გამოტანა მესამე მოსმენაზე დაბლოკა,"- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისათვის, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, თუკი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევები გამოვლინდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო