რამაზ საყვარელიძე - Edison Research პარტიული სოციოლოგიაა, რეიტინგი ძირითადად „ოცნებას“ დააკლეს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, Edison Research პარტიული სოციოლოგიაა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით კვლევის რეიტინგული მონაცემები დაკლებულია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით კი პირიქით. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში“ „ნიუსრუმი“ განაცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, „ახალ საქართველოს“, „ლეიბორისტულ პარტიას“ „პატრიოტთა ალიანისს“, „გირჩს“, საყვარელიძის მოსაზრებით, ამ პარტიებთან მიმართებით არსებული რეიტინგული მაჩვენებელი შეიძლება ახლოს იყოს რეალობასთან.

ამასთან, მისი თქმით, პარტია „ლელომ“ მაღალი რეიტინგის დადება ბევრი მიზეზით ვერ შეძლო.

„ძირითადი სახეები ძალიან კარგი ადამიანები არიან, თუმცა ბანკში დასაქმებული ხალხია და დღემდე აღიქმებიან როგორც ბანკირები. არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ ფართო მხარდაჭერა ბანკირებს, რადგან ბანკირი ბანკირია“ , - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, „ლელოს“ ამომრჩეველები ალბათ უფრო არიან ისინი, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდათ და „თანახმა არიან „ნაციონალების“ სხვანაირ მოდიფიკაციაზე“.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, რამაზ საყვარელიძის თქმით, როდესაც ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებზე იყრიდა კენჭს, მან მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა, რადგან მკაფიოდ ჰქონდა გამოკვეთილი თბილისის სიყვარულის მატარებელი ადამიანის იმიჯი, მაგრამ ეს იმიჯი აღარ ადგება პარლამენტარობაზე, რადგან პოლიტოლოგის აზრით, „აქ, სხვა იმიჯია საჭირო“.

ამასთან, რამაზ საყვარელიძის თქმით, დაბალი მაჩვენებელი უკვირს დეპუტატ ეკა ბესელიას პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, რადგან ბესელია პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს.

რაც შეეხება იმ ამომრჩავლის მიდგომას, რომელსაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ სურს და არც „ქართული ოცნება“ საყვარელიძის თქმით, ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს ასეთი ამომრჩეველი. პოლიტოლოგის მოსაზრებით ადამიანი გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიანც აკეთებს და ის ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად ამბობდა, რომ ხმას არავის მისცემდა თავის არჩევან მაინც აკეთებს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს