სოფო კილაძე - სააკაშვილის განცხადებები უკრაინას უხერხულობას უქმნის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უკრაინას უხერხულობას უქმნის, რადგან ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი არ არის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ის მაინც ოფიციალურ თანამდებობას იკავებს.

კილაძე ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა, ეს კი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა კანონმდებლობით დაუშვებელია.

"ავსტრიის ელჩმა ამაზე ძალიან კარგი პასუხი გასცა, ევროპული, დიპლომატიური და ავსტრიის ელჩის განცხადება იყო ყველაზე ადეკვატური და სწორი. "ქართულმა ოცნებამ" თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელმაც დემოკრატიის მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგა. მესმის, რომ ეს აღიარება ოპონენტებს აღიზიანებთ, მაგრამ ეს ფაქტია, ამას ამბობს ევროპა, აშშ და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც.

მგონია, რომ ბატონი სააკაშვილის განცხადებები უკრაინას უქმნის უხერხულობას, რადგან რაც არ უნდა თქვას ვინმემ, რომ სააკაშვილი არ არის უკრაინის წარმომადგენელი, ის გარკვეულ ოფიციალურ თანამდებობას იკავებს. აქედან გამომდინარე, ის არის ოფიციალური პირი. როცა ოფიციალური პირი სხვა ქვეყნის არჩევნებში პირდაპირ ერევა და სხვადასხვა სახის უხეშ მოწოდებებს აკეთებს, ეს არის საქართველოს საშინაო საქმიანობაში ჩარევაა, რაც საერთაშორისო სამართლის კუთხითაც და ჩვენი შიდა კანონმდებლობითაც არის დარეგულირებული და ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა კილაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო