კელი დეგნანი - რუსეთისთვის არ არის მისაღები საქართველოს წარმატება და ყველანაირად ცდილობს, შეასუსტოს მისი პროგრესი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთისთვის არ არის მისაღები საქართველოს წარმატება და ყველანაირად ცდილობს, შეასუსტოს მისი პროგრესი.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში საზოგადოების ცნობიერება, რომ რუსეთის ქმედებები დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, იზრდება.

“ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა მიმართულებით და რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ საზოგადოების ცნობიერება და გააზრება, თუ რაოდენ დესტაბილიზაციისკენაა მიმართული რუსეთის ქმედებები, იზრდება. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის არ არის მისაღები საქართველოს წარმატების ისტორია და ამიტომ, ყველანაირად ცდილობს, რომ შეასუსტოს საქართველოს პროგრესი და მათთვის ეს რთული აღსაქმელია. გვაქვს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობა, როგორც ამჟამინდელ მთავრობასთან, ასევე წინა ხელისუფლებებთან და ნამდვილად, საქართველომ მიაღწია ხელშესახებ პროგრესს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს განათლების სფერო, ჯანდაცვა, ეკონომიკური დახმარების მიმართულება. პროგრესი ნამდვილად არის შესამჩნევი და ხელშესახები”,- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი ცვლილება უკრაინისთვის მომგებიანი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო