კელი დეგნანი - აშშ-ის მთავრობას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არაპარტიული საზოგადოებრივი აზრის კვლევა არის უმნიშვნელოვანესი

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში მოსახლეობის ცნობიერება საზოგადოებრივი აზრის კვლევის მნიშვნელობაზე გაიზარდოს.

"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფორუმის პირველ სესიაში, რომელიც გახლავთ პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და USAID-ს შორის.

ამ ფორუმის მთავარი მიზანი გახლავთ, მხარი დავუჭიროთ არაპარტიულ, დამოუკიდებელ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციებს. სამუშაო შეხვედრების შედეგად ჩამოყალიბდეს ეთიკის კოდექსი, რაც მთავარია გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რადგანაც ეს აძლევს საზოგადოებას შესაძლებლობას საკუთარი აზრი, პრობლემა თუ დამოკიდებულება უკეთ იყოს წარმოდგენილი.

აშშ-ს მთავრობას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არაპარტიული საზოგადოებრივი აზრის კვლევა არის უმნიშვნელოვანესი. ვაფასებთ ამ პარტნიორობას",-აცხადებს კელი დეგნანი.

ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID/საქართველოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს ფორუმი „საზოგადოებრივი აზრის ობიექტური გამოკითხვა ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობისათვის“.

ფორუმს ესწრებიან აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე კლეარ ოლბლესი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა