დავით ზალკალიანმა საქართველოში ესტონეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობების გამყარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

„საუბარი შეეხო, ელჩის მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოსა და ესტონეთში განხორციელებულ არაერთ მაღალი დონის ვიზიტსა და ღონისძიებას, ესტონეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის მიერ აღმოჩენილი პრაქტიკული დახმარება. განსაკუთრებით აღინიშნა, ესტონეთის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არა მუდმივი წევრის აქტიური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თავის მხრივ კაი კაარელსონმა, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. აღნიშნა, რომ საქართველოს მისთვის ყოველთვის ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, საქართველოში და ესტონეთში COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებას, საზღვრების ურთიერთგახსნის თაობაზე. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა