არჩილ თალაკვაძე - მაჟორიტარების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო პროფესიონალიზმი, საზოგადოების მხრიდან სანდოობა, ასევე პოლიტიკური უნარები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგენს როგორც გამოცდილ პოლიტიკოსებს, ასევე მათ ვინც, პოლიტიკურ საქმიანობას ახლა იწყებს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ოლქები იზრდება, მაჟორიტარების დატვირთვა განსაკუთრებული იქნება.

“თითქმის ერთი წელია გვაქვს შიდაპარტიული კონსულტაციები პოლიტიკური გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. მოხდება პოლიტიკური გუნდის განახლება იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები და ასევე, ის ადამიანები, ვინც ახლა შემოდიან პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ჩვენ უკვე წარვადგენთ მაჟორიტარებს, ესაა 30 ოლქი და რა თქმა უნდა, მაჟორიტარების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო მათი პროფესიონალიზმი, სანდოობა საზოგადოების მხრიდან. ასევე, ის პოლიტიკური უნარები, რომელიც ოლქებს და ოლქებში მცხოვრები ადამიანების ინტერესების სწორად მოტანას, ადვოკატირებას და ამაზე მუშაობას შეეხება.

საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს გუნდი იმუშავებს პროპორციული სიით შესულ ადამიანებთან ერთად, თუმცა მაჟორიტარების დატვირთვა იქნება განსაკუთრებული. ვინაიდან, ოლქები იზრდება და გაზრდილი ოლქების წარმომადგენლობა პარლამენტში არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა. იმედი გვაქვს, ამ გუნდით და განახლებული პროგრამით საზოგადოებასთან ურთიერთნდობას უფრო გავამტკიცებთ და მომავალზე ავიღებთ პასუხისმგებლობას”,- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სიაში, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მასთან დაკავშირებით გუნდის გადაწყვეტილება პროპორციული სიის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა