არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, ნათელია და არ არის საკამათო, რომ საქართველოს პრეზიდენტი  ძალადობის წინააღმდეგია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე მედია საშუალებაში კონტექსტიდან იყო ამოღებული.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კამათის საკითხი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ძალადობის წინააღმდეგია.

„რამდენადაც ვიცი, სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ზოგიერთ მედია საშუალებაში კონტექსტიდან იყო ამოღებული და განხილული. ვფიქრობ, ნათელია და არ არის საკამათო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძალადობის წინააღმდეგია, ისევე როგორც ხელისუფლების ყველა შტო.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალადობა შევამციროთ. ასევე, შევამციროთ ძალადობა არასრულწლოვნებშიც. ამისთვის არაერთი რეფორმა გატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი, როდესაც დავბრუნდებით საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას“ , - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ რამდენიმე ტელევიზიის მცდელობაა, რომ "პრომოძალადედ გაასაღონ".

"მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი, რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა