ომბუდსმენი - შეიძლება, პრეზიდენტისთვის არ არის სასიამოვნო კრიტიკა, მაგრამ ეს საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელდება დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, ამაზე სახალხო დამცველის აპარატს აუცილებლად ექნება რეაგირება. აღნიშნულით ლომჯარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხდებას გამოეხმაურა.

ლომჯარიას თქმით, საზოგადოების მხრიდან კრიტიკა თანამდებობის პირისთვის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია.

„თუკი სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ან უმაღლესი მთავარსარდალი, დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეაგირება მათ შორის მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები, ხშირ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ვექვემდებარებით ძალიან მკაცრ კრიტიკას, აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. - ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შეიძლება მისთვის არ არის სასიამოვნო ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, შეინიშნება თუ არა საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის მიმართ ბულინგის ნიშნები, ლომჯარია აცხადებს, რომ ამის შეფასება სახალხო დამცველის მანდატი არ არის.

„ჩემი მანდატი არ არის შევაფასო რომელიმე თანამდებობის პირს საზოგადოება აბულინგებს თუ არა. ეს აბსოლუტურად არ ჯდება სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში, არასწორი განცხადებები კეთდება თანამდებობის პირების მხრიდან, როდესაც სახალხო დამცველს სთხოვენ, დაიცვას ისინი საზოგადოების ბულინგისგან. ეს არ არის სახალხო დამცველის მანდატი და ვთხოვ ყველას, რომ კარგად გაეცნოს და ნახონ რა შემთხვევაში ვერთვებით ჩვენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის