არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს

მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს, - ასე აფასებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა.

"მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს. ამიტომ, რაც მან და მისმა გუნდმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ ეს კომპასი გაუსწორონ. არეული კომპასით პოლიტიკურ პროცესებში მოძრაობა ძალიან არაეფექტურია და წამგებიანი. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა რუსეთზე", - აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთის ინტერესებს კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემსახურებოდა.

"თუ ვინმე მოძრაობდა ხელგაშლილი რუსეთის ხელისუფლების მიმართულებით, თუ ვინმე ატარებდა რუსეთის ინტერესებს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. სიტყვით აცხადებდნენ, რომ პრო - დასავლურები იყვნენ, საქმით კი აბსოლუტურად პრორუსები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის განმტკიცება, საკუთრება და ბიზნესი დაცულია, მედია მრავალფეროვანია. ქვეყანას აქვს ახალი ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, არჩევნები ტარდება დემოკრატიულად. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის, ეროვნული ინტერესების შესაბამის კურსს, პროდასავლურ პოლიტიკას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია