ომბუდსმენი - შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე დაზარალებულს შევხვდი, ყველა მათგანს მთავარი სათქმელი ჩემთან აქვს, რომ განიცდიან ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ წნეხს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს შეხვდა.

როგორც ომბუდსმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ რამდენიმე დაზარებული უკვე გამოეხმაურა და ყველა მათგანი, მათ შორის იაკობ ბრეგვაძეც აცხადებს, რომ განიცდიან ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ წნეხს, ასევე იღებენ მუქარის შემცველ მესიჯებს და თვლიან, რომ მედიის მხრიდან მათი ჩვენებები ,,დამახინჯებულად” შუქდება.

,,მას შემდეგ რაც გავაკეთეთ განცხადება, რომ ვიწყებთ საქმის შესწავლას, რამდენიმე დაზარალებული უკვე გამოგვეხმაურა და რამდენიმე მათგანს უკვე შევხვდი. შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა მათგანს მთავარი სათქმელი ჩემთან აქვს ის, რომ ისინი განიცდიან ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ წნეხს, ასევე იღებენ მუქარის შემცველ მესიჯებს და თვლიან, რომ მედიის მხრიდან მათი ჩვენებები შუქდება დამახინჯებულად და არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.

იაკობ ბრეგვაძეს და მის ადვოკატსაც ავუხსენით, რომ სახალხო დამცველის ამ საქმეში ჩართვის მთავარი მიზანია ვნახოთ ობიექტურად, რა ხდება გამოძიებაში და შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის განცხადებები, რაც კეთდება მედიაში, როდესაც მორჩება გამოძიება ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძე მას საქმის დეტალებზეც ესაუბრა.

,,იაკობი აცხადებს, რომ საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის, თითქოს ის არის დამნაშავე და ვინმეს ხელს აფარებს. ის თვლის, რომ არაფერს მალავს და მზად არის ნებისმიერ დროს მისცეს ახსნა-განმარტებები სამართალდამცავ ორგანოებს. მომიყვა მთელ ისტორიას, რაც იმ დღეს განვითარდა, რაც ჩვენებებშიც იქნება და ვნახავთ.

სურათებზე აცხადებს, რომ ეს არის ტყუილი. 112-ის ზარზე თავად ამბობს, რომ დარეკა, თუმცა ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს სატელეფონო ამონაწერებით”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა