სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატების კომენტარებისა და პარტნიორი ქვეყნის რეაქციების არასწორი ფორმულირება, მხოლოდ ჩვენი პარტნიორობის დასუსტების მსურველთა წისქვილზე ასხამს წყალს

თქვენ, როგორც უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა, ამ პერიოდში უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ როგორ არის ქართველი საზოგადოებისათვის მიწოდებული თქვენი კომენტარები და თქვენი ქვეყნის რეაქციები. გვესმის ენასთან და ზოგ შემთხვევაში, თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები , - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებს დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას ეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში კანონპროექტის ბოლოდროინდელი განხილვა და გარკვეული ცვლილებები საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ ,,სანქციებად“ წარმოაჩინეს.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს დამახინჯებული წარმოჩინებაა და დღეს ნამდვილად არ არსებობს სანქციების საფუძველი - მდგომარეობა საპირისპიროა. ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მადლიერები ვართ. ისინი, მათ შორის აშშ-ის საელჩო საქართველოში, ზემოთ აღნიშნული განვითარებების მიმართ პატივისცემას იჩენენ.

თუმცა, ასეთი ფორმულირება და არასწორი წარმოჩინება, ჩვენს ქვეყნებს შორის ჰარმონიული და მჭიდრო ურთიერთობებისათვის საზიანოა და მხოლოდ ჩვენი პარტნიორობის დასუსტების მსურველთა წისქვილზე ასხამს წყალს. ამ საკითხსაც აუცილებლად გავაკონტროლებ.

კიდევ ერთი, მსგავსი მაგალითი - არის მცდელობები, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ევროკავშირში მოგზაურობის რეგულაციები წარმოაჩინონ, როგორც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობა. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების თავდაპირველ და შემდგომ სიაში რომ არ მოხვდრილიყო, ეს მტრულ გადაწყვეტილებად წარმოჩინდებოდა, რასაც მოსახლეობაში იმედგაცრუების დათესვისათვის გამოიყენებდნენ.

ნათელია, რომ ასეთ ქმედებებს, რასაც ვერ დავარქმევდი ფეიკნიუსებს, თუმცა ვუწოდებდი დამახინჯებულ სიახლეებს, ერთი საერთო მიზანი აქვთ: მოახდინონ საქართველოს მოსახლეობაში ძირითადი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გენერირება, რაც მტკიცე მიზანდასახულობის დასუსტებას ემსახურება, რომელიც მოიცავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს