შაქარაშვილის საქმის მოწმე დიჯეი კოკო ღიბრაძე აცხადებს, რომ გამოძიებას კითხვები ზარებთან და მიმოწერასთან დაკავშირებით ჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მოწმის, დიჯეი კოსტანტინე (კოკო) ღიბრაძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ს მასთან კითხვები მიმოწერასთან და განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით ჰქონდა.

მისივე თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან.

„კითხვები იყო მიმოწერასთან და ზარებთან დაკავშირებით. კონკრეტული არაფერი, ზოგადად განიხილეს ყველაფერი დეტალებში. რა თქმა უნდა, ჩვენც მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. დავადასტურებ იმას, რომ დიჯეის გამო კონფლიქტი არ დაწყებულა“, - განაცხადა კოსტანტინე ღიბრაძემ.

ამასთან, მან 19 ივნისის ღამის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილს ეძებდა.

„ჩვენი მოწოდება ის იყო, რომ ვინც იყო ოჯახთან ახლოს, დაკავშირებოდა პირველ რიგში ოჯახს და ოჯახში მოეკითხათ“, - განაცხადა კონსტანტინე ღიბრაძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ სამი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, ლუკა ბეჟანიშვილი და არასრულწლოვანი ლ.ქ. გამოიკითხა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს