არჩილ თალაკვაძე - რუსეთის ფედერაცია ებრძვის არა მხოლოდ ლუგარის ცენტრს, არამედ, საქართველოს წარმატებებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს არ მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს დემოკრატია შეასუსტოს.

თალაკვაძე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.

„რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და რა თქმა უნდა, ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს დემოკრატიის, ეკონომიკის, ჯანდაცვის თუ სოციალურ სფეროებში, რუსეთისთვის არის მიუღებელი. ამიტომ ის იყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენეტებს, დეზინფორმაციას, რათა შეასუსტოს საქართველოს წარმატებები და ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და დაავადებათა კონტროლის მექანიზმის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია. ბუნებრივია, ეს არის ორკესტრირებული კამპანია და ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია და მის მიერ კონტროლირებული ძალები და საინფორმაციო პროპაგანდა, ებრძვის არა მხოლოდ ლუგარის ცენტრს, არამედ, საქართველოს წარმატებებს. ეს ვერსია, რომელიც გაჟღერდა, არის აბსურდული და ღიმილის მომგვრელი და ის, ვინც ასეთი სცენარი მოიფიქრა, თავადაც კარგად ერკვევა, რომ ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, 3 ივლისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო