სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის შუშან სტეფანიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პარასკევს სტაბილური მდგომარეობაა შენარჩუნებული. ამის შესახებ მან „ფიესბუკის“ გვერდზე დაწერა.
სტეფანიანის მტკიცებით, ვითარებას სომხეთის სამხედრო კორპუსი სრულად აკონტროლებს.
მისი თქმით, გამთენიისას საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იყო. აზერბაიჯანი მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები 12 ივლისიდან დაიწყო.