ამერიკელი კონგრესმენი და ცნობილი უფლებადამცველი ჯონ ლუისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი კონგრესმენი, „დემოკრატიული პარტიის“ წევრი, ცნობილი უფლებადამცველი ჯონ ლუისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2019 წლის დეკემბერში ჯონ ლუისმა განაცხადა, რომ მას პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„ჯონ ლუისი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ტიტანი იყო. მისი ყოველი დღე ეძღვნებოდა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლას ყველა ადამიანისთვის,“- აღნიშნულია წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის, განცხადებაში.

ლუისი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის -"დიდი ექვსეულის" - ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელშიც მარტინ ლუთერ კინგი უმცროსიც შედიოდა. ის 1963 წელს ვაშინგტონის ისტორიული მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო