სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ინფორმაციით, საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა, - შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია. ჩვენი დასახლებების მიმართულებით საარტილერო ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა, დაძაბულობა მაინც გრძელდება,“- აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. „წუხანდელიდან მოყოლებული ამ დრომდე სიტუაცია შედარებით მშვიდია,“- წერს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ვიდეო:სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ინფორმაციით, საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა