ფერმა, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას ექსპორტზე გაიტანს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპს“ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს და წელს, ოქტომბერში, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე გავა.

„მეურნეობა, რომელიც საკმაოდ დიდია, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა და, დღეისათვის, მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე არის დაშვებული. ღირებულებაში, ფერმერებისთვის, ეს არის საკმაოდ საინტერესო მიმართულება - ჰექტარზე შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს. ჩვენი პრიორიტეტია, სოფლის მეურნეობაში გვქონდეს აქცენტი მეტი ღირებულების მომტან მიმართულებებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლოკოკინების ფერმაში, მინისტრთან ერთად, სამეგრელოს მხარის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა. გუბერნატორის განცხადებით, ლოკოკინების წარმოებას რეგიონში განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს, რასაც ის ფაქტი მოწმობს ის, რომ წარმოებაში ფერმერები აქტიურად ერთვებიან.

,,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1,860,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ფერმა, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინას ექსპორტზე გაიტანს

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი