კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, 3 ინფიცირებულთან კონტაქტია, ორის  ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი - უკვე ინფიცირებულთან კონტაქტი. რაც შეეხება დანარჩენ ორ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, მათი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

„ქვეყანაში გუშინ 1010 დადასტურებული შემთხვევა გახლდათ, დაგვემატა 8 შემთხვევა და დღეისთვის გახლავთ „კოვიდ19“-ით ინფიცირების 1018 დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 10 ახალი გამოჯანმრთელებული და მათი რაოდენობა გახდა - 895. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რიცხვი უკვე 87.9% -ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 146 პაციენტი.

8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ ორ ადამიანთან ვირუსი გუშინ დადასტურდა და გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მკურნალობას 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს, რომელთა მდგომარეობა საშუალო ან საშუალოზე მსუბუქია.

„ჩვენ გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი და დაგვემატა კვლავ 1 დადასტურებული შემთხვევა. ამდენად, ისევ გვყავს 19 პაციენტი. ახალი პაციენტის რუტინული კვლევების მიხედვით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. არავისთან არ შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება, ანუ დამძიმება. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქად ფასდება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს