სუს-ის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით  ცხელი ხაზი კვლავ გააქტიურდა

ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ ცხელი ხაზით კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„სუს-ი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი. ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით 18 ივლისს კვლავ გააქტიურდა ცხელი ხაზი,“ - აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ჯერ ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

იხილეტ ვიდეო: სუს-ის ინფორმაციით, ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი კვლავ გააქტიურდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა