გიორგი ვაშაძე - ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი არ არის!

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობისკენ მოუწოდა, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოში ავტომანქანების რეექსპორტი. ვაშაძის თქმით, ბიზნესი, რომელშიც ბრუნვა 700 მილიონ დოლარს შეადგენდა და საიდანაც 10 ათასობით ოჯახს კონკრეტული შემოსავალი ჰქონდა, სრულად გაჩერებულია.

„მე მინდა მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გახარიას, ბატონო გახარია, პრემიერ-მინისტრობა კაბინეტში ჯდომა და იქიდან საუბარი კი არ არის. მოდით და ამ ადამიანებს დაეხმარეთ! თქვენ პოლიტიკური მიზნებისთვის, საარჩევნო მიზნებისთვის არ ხსნით საზღვრებს, ამოგვკეტეთ ქვეყანაში და ფაქტობრივად შიმშილისთვის გაწირეთ მთელი საქართველო. გაბანკროტებულია დღეს ავტომანქანების რეექსპორტიორები. 2 მაისს მე პირადად გამოგიზავნეთ დოკუმენტი ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების, კოვიდპასპორტის, რომლითაც თქვენ შეგეძლოთ საზღვრის გახსნა, მაგრამ თქვენმა კონსულტანტებმა გითხრეს, რომ საზღვრები არ გახსნათო და კოვიდის პრობლემა იყოს ისევ მთავარი თემა. ჯანმრთელობას აპირისპირებთ ეკონომიკასთან, რაც დანაშაულია. აქედან გამომდინარე, დღეს არის სამი კონკრეტული მოთხოვნა, რომელზეც ხელმოწერები გროვდება და ყველა ავტოექსპორტიორი აწერს ხელს. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს ავტომობილების გამბაჟების ვადა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ პირველი მაისის შემდგომ შემოსულ ავტომანქანებზე გავრცელდეს გამბაჟების გადავადება და მესამე, დაუყოვნებლივ დაიწყეთ იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობა, რომლებზეც დამოკიდებულია ავტომანქანების რეექსპორტი,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ახალი საქართველოს" ლიდერმა ხელისუფლებას იმ ქვეყნებთან საზღვრის გახსნაზე მუშაობისკენ მოუწოდა, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოში ავტომანქანების რეექსპორტი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა