ჰასან რუჰანი - კორონავირუსით 25 მილიონი ირანელი დაინფიცირდა და კიდევ 35 მილიონი დაინფიცირების რისკის ქვეშაა

კორონავირუსით 25 მილიონი ირანელი დაინფიცირდა და კიდევ 35 მილიონი დაინფიცირების რისკის ქვეშაა, - გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ჰასან რუჰანის მიერ გაჟღერებული მონაცემები გაცილებით მეტია იმაზე, რასაც ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს. „ჩვენი შეფასებით, კორონავირუსით დაინფიცირდა 25 მილიონი და დაიღუპა 14 000-მდე ირანელი. არსებობს იმის ალბათობა, რომ კიდევ 30-35 მილიონი ადამიანი დაინფიცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდეს,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ოფიციალური მონაცემებით კი, ირანში კორონავირუსის 269 440 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 232 873 და დაღუპულია 13 791 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს