ემანუელ მაკრონი - მხარდაჭერას ვუცხადებ მეხანძრეებს, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარს იცავენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალაქ ნანტიში მდებარე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ნოტრ-დამის შემდეგ წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი იწვის. მხარდაჭერას ვუცხადებ მეხანძრეებს, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ამ გოთიკურ განძს იცავენ,“- წერს ემანუელ მაკრონი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე მე-15 საუკუნის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ სახანძრო სამსახურმა ცეცხლის გაკონტროლება შეძლო. ამ დროისთვის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმა ტაძრის ორღანი მთლიანად გაანადგურა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა