პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანდიდატებთან შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი ორ ეტაპად გამართავს და მეორე შეხვედრა კანდიდატების ნაწილთან 20 ივლისს შედგება.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღებს.

,,საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 -მა პირმა გამოთქვა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს