ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის ტრენინგების მეორე ეტაპი დაიწყო

როგორ დავნერგოთ Covid 19 - თან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციები განთავსებისა და კვების ობიექტებში - აღნიშნულ თემაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 15 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ტრენინგების შემდეგ ქალაქებში ტარდება: ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ქუთაისი, ზუგდიდი, ანაკლია, მესტია, ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, გუდაური, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ფოთი.

7 ივლისიდან - 15 ივლისის ჩათვლით, ტრენინგები უკვე გაიმართა: მცხეთაში, გორში, ხაშურში, კასპში, ბათუმში, ქობულეთსა და თელავში.

ტრენინგების I ეტაპი მოიცავდა ონლაინ სასწავლო კურსებს. 3 ივნისიდან - 12 ივნისის ჩათვლით გადამზადდა 1 000-მდე განთავსებისა და კვების ობიექტის წარმომადგენელი. ონლაინ ტრენინგ კურსი გაიარეს იმ განთავსების ობიექტებმაც, რომლებმაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმების საფუძველზე, პირველ ეტაპზე საქმიანობის გაგრძელების ნებართვა ვერ მიიღეს.

„ტურიზმის ადმინისტრაციის ინიცირებით, მასშტაბური ტრენინგების პროგრამა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, კერძო სექტორის წარმომადგენლები გადამზადების კურსს სრულიად უსასყიდლოდ გადიან. გადამზადების კურსი ეხება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ რეგულაციებს, რომ განთავსების, კვების, ობიექტების წარმომადგენლებმა და გიდებმა იცოდნენ, თუ რა სავალდებულო რეგულაციებია დაწესებული პოსტპანდემიურ პერიოდში, რომ სწორად შეძლონ ბიზნესის ოპერირების დაგეგმარება და რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ მიიღონ ტურისტები. ამ ეტაპზე ტურიზმის ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ ჯამში 1500-მდე ადამიანი გადაამზადა. მოვუწოდებთ ტურიზმის დარგის წარმომადგენლებს, რომ სურვილისამებრ ჩაერთონ ტრენინგებში, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობის განხორციელებაში,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეთავაზებული ტრენინგების მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ მოახდინონ ადაპტირება ახალ სტანდარტებზე და შემოწმების შემდეგ განაახლონ ოპერირება,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო