ვაჟა გაფრინდაშვილი - ზაზა გახელაძის ოჯახს მხარდაჭერა გამოვუცხადე, ოჯახს დაკავებულის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული და დაჭრილი ზაზა გახელაძის ოჯახს მისი მდგომარეობის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა. გაფრინდაშვილის განმარტებით, ოჯახს მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რომელსაც მათ სამთავრობო სტრუქტურები აწვდიან. ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ის ოჯახს მორალური მხარდაჭერის გამოსახატად ეწვია.

„არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს, სამწუხაროდ, ოჯახსაც არავითარი ინფორმაცია არ აქვს, ერთადერთი, რასაც ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები აძლევენ მხოლოდ ეს ინფორმაცია აქვთ იმიტომ, რომ საკარანტინო ზონაშია. ოჯახთან მორალური მხარდაჭერა გამოვხატე და რაც დასჭირდებათ მხარდაჭერა ყველაფერში მზად ვარ, რომ მხარში დავუდგე,“- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ჯერ ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს