მაია ცქიტიშვილი - პარტია არჩევნებზე წარადგენს ახალგაზრდებსაც, ქალებსაც, უფრო დეტალურად ორშაბათს ვისაუბროთ

„ორშაბათს იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ხოლო ვინ იქნება სიაში, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. “ქართული ოცნება” ძალიან მდიდარია საკადრო რესურსით და ეტაპობრივად, ყველა სიახლეს გავაცნობთ საზოგადოებას“, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია და მთავარი გამოწვევა არის ის თუ რამდენად შევძლებთ გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, მათ შორის, რამდენად შევძლებთ წინასაარჩევნო პროცესში ტემპერატურის დაწევას, იმას, რომ ვიყოთ უფრო კონსტრუქციულები, უფრო პოზიტიურები და ერთმანეთს შევეჯიბროთ არა მხოლოდ დაპირებებით, არამედ გაკეთებული საქმეებით და კონკრეტული ხედვებით, რომელიც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით გვაქვს. რაც შეეხება ახალ სახეებს, აუცილებლად იქნებიან, ჩვენ წარვადგენთ ახალგაზრდებსაც, ქალბატონებსაც. ამაზე უფრო დეტალურად ორშაბათს ვისაუბროთ,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს