ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჯაპანა - ლანჩხუთის ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან ახალ გზაზე ავტროტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი 4-ზოლიანი გზა 20-30%-ით ამცირებს გადაადგილების დროს და გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.

„მთლიანობაში წელს 70 კილომეტრ ახალ საერთაშორისო მაგისტრალს ვხსნით, რაც უპრეცედენტო პროგრესის მაჩვენებელია. უშუალოდ ამ მონაკვეთის მშენებლობას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, 250 მლნ ლარი მოხმარდა, თუმცა ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურაში ძალიან დიდ თანხებს ვდებთ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, შიდა ტურიზმისთვის ხელშწეწყობასა და ჩვენი ლოჯისტიკური პოტენციალის გამოყენებას. ასეთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ამიტომ, პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, რის შედეგსაც თვალნათლივ ვხედავთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. პროექტი, საერთო ჯამში, 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის, 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს.

,,პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, უსაფრთხო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებს, აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხოლო მე-3 მონაკვეთზე სატენდერო პროცედურებია დაწყებული. სულ მალე ექსპლოატაციაში შევა ხაშურის შემოვლითი გზაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა