თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - აია-სოფიას მეჩეთში ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, „აია-სოფიას მეჩეთი“ ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები ხელუხლებელი დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„აია-სოფიას მეჩეთი ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, იმ სახით შენარჩუნდება, როგორიც უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში იყო,“ - აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.

მისივე თქმით, თურქეთმა, „აია-სოფიას მეჩეთში“ ყველა მიიწვია.

„მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის - მორწმუნეებისთვის, არამორწმუნეებისთვის, მუსულმანებისთვის, ქრისტიანებისთვის, ბუდისტებისთვის. ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 10 ივლისს თურქეთის სასამართლომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აია-სოფია მუზეუმად გადაიქცა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება.

იხილეტ ვიდეო:თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - აია-სოფიას მეჩეთში ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა