„ევროპული საქართველოს“ წევრი მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გენპროკურატურას მიმართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი აჰმედ იმამკულიევი, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით მან დღეს გენერალურ პროკურატურას მიმართა.

როგორც იმამკულიევმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოჯახი, სადაც სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერია. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ შურისძიებას.

„იმ ვიდეოში, რომელიც მთელმა საქართველომ იხილა, ჩანს პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ ნარკოტიკის ჩადების ფაქტი. ჩვენ გენერალური პროკურატურისგან მოვითხოვთ, რომ გამოიძიოს ეს შემთხვევა, გამოავლინოს ამ პოლიციელთა ვინაობა და დაისაჯონ ისინი, რადგან ეს დანაშაულია. გარდა ამისა, როდესაც ოჯახის წევრებმა პოლიცია „ჩადების“ ფაქტზე დაიჭირეს, ამის შემდეგ სამართალდამცველების მხრიდან მათზე ძალადობა მოხდა. ეს ორი ფაქტი მაწუხებს მე, როგორც პოლიტიკოსს და ვთვლი, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს გენერალური პროკურატურისა და გენერალური ინსპეციის მხრიდან. ამ ოჯახის წევრები ჩვენი მხარდამჭერები არიან და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ოჯახზე პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს,“ - განაცხადა იმამკულიევმა.

ცნობისთვის, 17 ივლისს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ავტორების მტკიცებით, მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება „ჩადო“. მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა