ანი გაბეჩავა - გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, უბრალოდ აშველებდა ბავშვებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის ანი გაბეჩავას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არამედ ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა. ამის შესახებ ანი გაბეჩავამ „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩემს ჩვენებებში წერია, რომ გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, რადგან არ შემიმჩნევია. ხედავთ თქვენც, რომ იმ 15- წუთიან კადრში მე არ ვჩანვარ საერთოდ, სადაც გიორგი იყო, მერე გავიგე ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, რომ თურმე გიორგი აშველებდა და საბურთალოელების მხარეს იდგა. თვითონ არ ჩხუბობდა, უბრალოდ აშველებდა ბავშვებს. როგორც მერე ირკვევა, თურმე წაქაძე ირაკლის იცნობდა, ჰქონდათ ურთიერთობა და კიდევ ვინმეს თუ იცნობდა არ ვიცი“, - განაცხადა გაბეჩავამ.

მისივე განცხადებით, დაბადების დღის წვეულების ყველა სტუმარი მისი დაპატიჟებული არ იყო, მათ შორის, არც გიორგი შაქარაშვილი, რომელსაც ლიზი ნადირაძემ მისწერა.

„მე ყველა პირს ვიცნობდი იქ, რაღაც შეხება მაინც მქონდა, მაგრამ იყო ბევრი ისეთი, რომელიც არ იყო დაპატიჟებული და ისე მოვიდა. შაქარაშვილი ჩემი მეგობრის მეგობარი იყო და იქიდან დავპატიჟეთ. ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ მოსვლას აპირებდა. 3-4-ჯერ მყავდა ნანახი, კარგი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი. მე არ მიმიწერია, ჩემმა მეგობარმა ლიზი ნადირაძემ მისწერა, უბრალოდ მე ვიცოდი რომ მოდიოდა. საბურთალოელები როდესაც მოვიდნენ, ერთ-ერთი იყო დიჯეი კოკო, რომელიც არ იყო დაქირავებული, უბრალოდ ჩემი მეგობარია და აქვს თავისი აპარატურა. უნდა დაემონტაჟებინა ეს აპარატურა და ერთ-ერთმა „ნახალოვკელმა“ უთხრა - „დიჯეი სიმღერა ჩართეო“ და რატომ მომიხსენიებ ეგრეო და რაღაცები მოჰყვა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ ყოფილა“, - აღნიშნა ანი გაბეჩავამ.

მისივე თქმით, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ვახო ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, მას თავი ჰქონდა ჩატეხილი. გაბეჩავას თქმით, მან დანახა როგორ ჩაარტყეს ჩიქოვანს ქვა თავში.

„ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი, მართლა ძალიან ნაცემი იყო და გამოიძახეს მგონი სასწრაფო, მაგრამ სად გამოიძახეს და ვინ, არ მახსოვს. ვახო ჩიქოვანი არ ვიცი ვინ დაპატიჟა. მე არ ვიცნობ ვახო ჩიქოვანს, უბრალოდ ჩემი სკოლელი იყო, ჩემზე უფროსია და უბნელები ვიყავით. არანაირი კონტაქტი არ მქონია არასდროს, სავარაუდოდ, რომელიღაცამ დაპატიჟა, ბიჭებმა, „ნახალოვკელებმა“ და ამოვიდნენ, რამდენიმე ბიჭი მასთან ერთად, რომელსაც არც მე არ ვიცნობდი“, - განაცხადა ანი გაბეჩავამ.

იხილეთ ვიდეო:"კარგი ურთიერთობა არ მქონია" - რას ამბობს ანი გაბეჩავა გიორგი შაქარაშვილზე და რა მიმოწერა შედგა მათ შორის ტრაგიკულ დაბადების დღემდე 1 დღით ადრე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა