ადვოკატი არ აკონკრეტებს, ჩატარდა თუ არა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის სახლში განმეორებით ჩხრეკა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე არ აკონკრეტებს, ჩატარდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა განმეორებით.

„ვერაფერს გიდასტურებთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა.

მისივე თქმით, ჩიქოვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა მის დაკავებამდე და აღნიშნული მასალები საქმეში დევს.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ჩხრეკა ჩატარდა და ეს დევს საქმის მასალებში. ჩხრეკა ჩატარდა, ვიდრე ვახტანგ ჩიქოვანს დააკავებდნენ, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი და ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა", - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო