კახა კალაძე - თბილისს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი

„თბილისს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი“, - აცხადებს დედაქალაქისმერი კახა კალაძე.

მისივე თქმით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში დაირგო 91 471 ძირი ხე და ბუჩქი, მილიონ ძირზე მეტი სხვადასხვა ჯიშის სეზონური ყვავილი; რეაბილიტირდა არაერთი პარკი და შადრევანი; მოეწყო და გამწვანდა გზაგამყოფი კუნძულები; ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია; განხორციელდა ფიტოსანიტარიული კვლევა და შეიწამლა 337 977 მწვანე ნარგავი; მტკვრის ორივე სანაპიროს დაუბრუნდა თბილისის მშვენება-ჭადრები; აღმაშენებლის გამზირს ნეკერჩხლის ხეები ამშვენებს... თბილისს დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და იგი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“, - წერს კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა