აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 3.7 მილიონს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 140 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 3.7 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების სულ 3 706 927 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე ინსტიტუტის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა აშშ-ში 140 103-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირდა 50 442 პირი, ხოლო 769 პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ-ის 40-მდე შტატში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულოა.

ცნობისთვის, როგორც გარდაცვლილთა, ისე კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებლით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს