ჭავჭავაძის გამზირზე, ძველი სტუდქალაქის მიმდებარედ და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 20 ივლისიდან, აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და ტერიტორიაზე ჯამში, 113 ძირი დაავადებული და ხმელი ფიჭვი მოიჭრება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო.

სანიტარიული ჭრა დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა