რუსეთში კორონავირუსის 6 109  ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 95 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია ზაფხულის სეზონზე. ამრიგად, რუსეთში ვირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 771 546-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 95 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 12 342 -ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 550 344 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 3 481 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მკურნალობას განაგრძობს 208 860 ადამიანი.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა