შაქარაშვილის საქმის არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატი - პირველი გამოკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა და დარიგებული ვერ იქნებოდა, სრული სიმართლე თქვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის არასრულწლოვნის ნ.ხ-ს ადვოკატი ანა ჟღენტი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ იხსენებს, ვინ სცემა, რადგან ინციდენტი ღამით მოხდა, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და არასრულწლოვანი აღნიშნულ პირებს არ იცნობს.

როგორც ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ანა გაბეჩავას სკოლელია, ის დაბადების დღეზე დაპატიჟეს, სადაც მოგვიანებით მივიდა. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ იცნობდა, თუმცა ნაცნობებიც იყვნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გოგონებთან ერთად იჯდა, მოპირდაპირე მხარეს მცირედი შელაპარაკება მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არც ჩხუბი იყო და არც კამათი. შემდგომში იგი ადგა, რომ რამე პრობლემა არ შექმნილიყო ჩხუბის სახით და უბრალოდ, ჰაერზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ამ დროს მას წინ ხვდებიან პირები და როდესაც ეს სიგარეტის მოწევას იწყებს, უკნიდან კიდევ სხვა პირები ურტყამენ ( კიბის ეპიზოდზეა საუბარი).

იხილეთ ვიდეო: "ამ კონფლიქტის დროს მათთან მიდის ჩიქოვანი" - რას ჰყვაბა შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატი

რაც შეეხება ამ პიროვნებების ამოცნობას, ნამდვილად არ იცნობს. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდები ნასვამები იყვნენ, გვიანიც იყო და ბუნებრივია, ვერც იხსენებს, ვინ იყვნენ ის პიროვნებები. მინდა გითხრათ, რომ პირველი გამოკითხვა ადვოკატის გარეშე მოხდა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერც დარიგებული იქნებოდა. მან სრული სიმართლე თქვა. შემდგომში საქმეში მე ჩავერთე. იგი დაზარალებულად სცნეს. მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. ცემის შემდეგ მათთან მიდის ჩიქოვანი. ამ შემთხვევაში, ჩიქოვანიც გახდა კამათის მონაწილეც და მას მიაყენეს დაზიანება, კერძოდ კი, თავის არეში. შემდგომში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ხ და ჩიქოვანი მოდიან უკვე თბილისში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გვიან ასეთ მდგომარეობაში სახლში მისვლა არ უნდოდა, იგი უკავშირდება თავის მეგობარს, მეგობარი დახვდა და წავიდნენ მასთან სახლში“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჟღენტის თქმით, შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი შეცდომით სცემეს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საგამოძიებო ორგანოში სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობა არ ყოფილა.

„ამოცნობა არ ყოფილა, მას დაუსვეს კითხვები და ბავშვმა დააფიქსირა, რომ ამ პიროვნებებს არ იცნობდა. თქვა, რომ ფიზიკურად ვერ გაიხსენებდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ანა ჟღენტი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონი გათიშული ჰქონდა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ტელევიზიით გაიგო. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის მშობლებს ბავშვი არ მოუკითხავთ, რადგან მას ისინი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ დაბადების დღეზე მიდიოდა და ღამით არ მივიდოდა. მისი თქმით, საქმეში ამოღებულია თითქმის ყველა სოციალური ქსელიდან მიმოწერა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო ბრალეულობა არ იკვეთება. ანა ჟღენტი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე კიდევ დაიბარონ, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულის სტატუსი სავარაუდოდ, არ შეეცვლება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წყნარი ბიჭია, ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის არ არის“,-აცხადებს ადვოკატი.

იგი იმედოვნებს, რომ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგება.

„ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლიანი განაჩენი და განისაზღვრება ეს არის განზრახ მკვლელობა, გაუფრთხილებლობა, თუ ასე შემდეგ. ძალიან ბევრი საქმე გადაყვანილია პოლიტიკურ ჭრილში და ამით უმოწყალოდ სარგებლობს ძალიან ბევრი. ვფიქრობ, ეს საქმის სამართლიანი გამოძიების გამო კი არ ხდება, ეს არის პირდაპირ დაღუპული ადამიანების ოჯახების მორალურად განადგურება. რაც არ უნდა ეცადონ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას, გამოძიება ძალიან ნორმალურად მიდის“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო