საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული პირების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდა ვაჟა გაფრინდაშვილი.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმისთვის შეიკრიბნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გააქტიურდეს საკუთარი მოქალაქეების საოკუპაციო ძალების ტყვეობიდან გათავისუფლების მიმართულებით.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ პირველ რიგში ჩვენი 7 მოქალაქის ტყვეობა, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვითხოვთ გააქტიურებას ჩვენი ხელისუფლების და ჩვენმა ხელისუფლებამ მინიმუმ ის აქტივობა უნდა განახორციელოს, რაც თავის დროზე განხორციელდა ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან შესაძლებელია ჩვენი მოქალაქეების დახსნა და იგივე უნდა გაკეთდეს ახლაც. 7 ტყვეობიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ზაზა გახელაძე, რომელსაც იმ მუხლების მიხედვით, რაც შეიძლება მას წაუყენონ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება ან 12-დან 20 წლამდე. გააჩნია, რომელ მუხლს წაუყენებენ ოკუპანტები. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში საზოგადოებისგან გააქტიურებას და ამას ვთხოვთ ჩვენი საზოგადოების წევრებს და ბუნებრივია, მოვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან იყვნენ გაცილებით აქტიურები. დღევანდელი ჩვენი აქცია არ არის ერთჯერადი, არამედ არის საწყისი იმ ბრძოლის, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა მოაწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა