სირიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

სირიაში ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნები ტარდება პირველად მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის უდიდეს ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა.

ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს კორონავირუსის ეპიდემიის გამო გარკვეული ჯანდაცვითი ნორმების დაცვა უწევთ. საარჩევნო უბნების შესასვლელებში სადეზინფექციო მოწყობილობებია დამონტაჟებული, აუცილებელია პირბადეებისა და ხელთათმანების ტარებაც.

„როიტერის“ ინფორმაციით, სირიის 250 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 1 656 კანდიდატი იბრძვის. არჩევნები აპრილში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო. „ალ ჯაზირას“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში რამდენიმე პარტია ფიგურირებს, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის პარტიის რეალური კონკურენტი გამოკვეთილი არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა