გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი ამჟამად მკურნალობას თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ კლინიკაში გადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ექიმმა ნიკა რთველიაშვილმა განუცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაზიანებული აქვს თავის ტვინი, გულ-მკერდი, მუცელი და მენჯის ძვლები. ჩვენთან გადმოყვანამდე ჩაუტარდა ოპერაცია,“- აცხადებს ექიმი.

შეგახსენებთ, გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო