ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ძაღლის მიერ დაგლეჯილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება.

„ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ორივე ლოყაზე აქვს დაზიანებები, ასევე კისრის, გულმკერდისა და მუცლის არეში“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ძაღლი 67 წლის ქალს თავს დაესხა, რის შემდეგაც ის მძიმე მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს