კახა კალაძემ და არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერეს

თბილისის მერი, კახა კალაძე პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც კალაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდება სივრცე მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით.

„პარლამენტის წინ დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად ხდება ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება, რომელიც კარგ მდგომარეობაში არ იყო. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად ხდება სივრცის განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით. ამ სამუშაოს ფარგლებში არსებული ქვის ფილები მთლიანად განახლდა, გაიწმინდა სპეციალური ინსტრუმენტებით. სამუშაოები უკვე დასრულებულია, ბოლოს მოირეცხება, გაიწმინდება და საბოლოო სახეს მიიღებს. ასევე, შადრევნები, რომელიც გაუბედურებული იყო. აგრეგატები, რომელიც მიწის ქვემოთ არის განთავსებული, მთლიანად შეიცვალა და მილები მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და განახლებული. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პანდემიის გამო პრობლემები, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ ლოკაციაზეც შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ იმ ტემპით ვერ მიდიოდა სამუშაოების წარმოება, როგორც ეს დაგეგმილი იყო და რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილზე ხე-მცენარეები დაირგვება, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას კიდევ უფრო გაალამაზებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო