20 ივლისს კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზრის ახალი რეფორმის პრეზენტაციას გამართავს

20 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სავალუტო ბაზრის ახალი რეფორმის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, რეფორმა, რომლის მიზანია სავალუტო ბაზრის უფრო მეტი გამჭვირვალობა და კონკურენციის ზრდა, ახალი სტანდარტების დაწესებასა და ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმის - Bmatch დანერგვას ითვალისწინებს.

ახალი სავაჭრო პლატფორმის მნიშვნელობაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ლალიაშვილი ისაუბრებს.

პრეზენტაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე, 12:00 საათზე დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო