დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ქვეყნებზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ კიბერთავდასხმებში დასავლური ქვეყნების მიერ კორონავირუსის ვაქცინის შემუშავებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება.

რააბის თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად, ეცდება რუსეთმა პასუხი აგოს.

გასულ ოთხშაბათს, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ მუშაობს აშშ-სთან და კანადასთან ერთად ჰაკერული შეტევების გამოვლენაზე, რომლებიც უკავშირდება ფარმაცევტულ კომპანიებს და მეცნიერებს რამდენიმე ქვეყანაში.

ცენტრის აზრით, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები შეეცადნენ სამ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინის შემუშავებასთან დაკავშირებით მონაცემები მოეპარათ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ რუსეთს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო