დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტოქსიკური მეტალების საკვლევი მოწყობილობის გადაცემის ცერემონია გაიმართება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობის გადაცემის ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (როგორიცაა ტყვია, კადმიუმი, დარიშხანი და სხვ.) შემცველობის განსასაზღვრად.

მათი ინფორმაციით, ლაბორატორიული მოწყობილობა გამოყენებული იქნება ტყვიის წყაროების და ინტოქსიკაციის გზების შესასწავლად საქართველოში, ასევე გარემოს ჯანმრთელობის სხვა კვლევებისთვის.

სპექტრომეტრი აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, გასულ წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში აღებული იყო 2-7 წლის ასაკის ბავშვების ვენური სისხლის 1,578 ნიმუში. მათი განმარტებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 μg/dL-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს.

„ტყვია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტვინს. ის განსაკუთრებით საშიშია ჩვილების და 5 წლამდე ასაკის ბავშვების ტვინისთვის, რადგან ის სრულყოფილად განვითარებამდე ზიანდება. ეს კი იწვევს ნევროლოგიურ, კოგნიტურ და ფიზიკურ შეზღუდვებს“,- განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

„გაეროს ბავშვთა ფონდი, ესტონეთის საელჩოსთან და აშშ განვითარების სააგენტოსთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული დონის შესამცირებლად. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, ჩვენ ვეხმარებით მთავრობას ტყვიის წყაროების დადგენაში, ვქმნით ლაბორატორიული ბაზას, სადაც შესაძლებელი იქნება ტოქსიკური მეტალების აღმოჩენა როგორც სისხლში, ისე სხვადასხვა მასალაში. დაიწყო ჩვენი საქმიანობის მესამე ეტაპი - ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავება და განხორციელება.

მიმდინარე წლის აპრილში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ასევე გადაეცა სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი, რომელიც შესაძლებელს ხდის ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლას. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო, ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლის საველე სამუშაოები გადაიდო და სიტუაციის გამოსწორებისთანავე განახლდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს